top of page

გახდით
იანდექს პროს პარტნიორი
ტაქსის მძღოლი 

რატომ არის ჩვენთან თანამშრომლობა კარგი

მაღალი შემოსავალი

რაც უფრო მეტ შეკვეთას შეასრულებთ, მით უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებთ​​​

ჩვენ მოვერგებით თქვენს საჭიროებებს

თავად წყვეტთ, როდის გახვალთ ხაზზე და რამდენ დროს დაუთმობთ შეკვეთებს

ანაზღაურება

24/7

თანხას მიიღებთ ბარათზე თქვენთვის სასურველ დროს.

დაგეხმარებით შემოსავალთან დაკავშირებით

გეტყვით, სად არის მგზავრობაზე ყველაზე დიდი მოთხოვნა, რა ბონუსები გელით და როგორ გაზარდოთ შემოსავალი

რეგისტრაცია ტაქსი
WhatsApp Image 2026-03-14 at 00.51.41.jpeg
კითხვა-პასუხი

რომელ ტარიფებს შეესაბამება თქვენი ავტომობილი

ტარიფების ნახვა

ცაცა.png

კითხვა‑პასუხი

რა არის საჭირო მძღოლად თანამშრომლობის დასაწყებათ?

ჩამოტვირთეთ და დააყენეთ Yandex Pro‑ს აპი. დაგჭირდებათ სმარტფონი ოპერაციული სისტემით Android 8.0 ან iOS 12.1 (ან მათი უფრო ახალი ვერსიებით), კამერით, GPS‑მოდულითა და მინიმუმ 2‑გბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით. აპში შეძლებთ შეკვეთების მიღებასა და მათ შესრულებაზე დათანხმებას, ოპტიმალური მარშრუტის დაგეგმვასა და მგზავრობებიდან მიღებული შემოსავლის დათვლას.

დღეში რამდენი საატის დატმობაა საჭირო შეკვეთების შესრულებისთვის?

შეგიძლიათ თავად გადაწყვიტოთ, როდის შეასრულოთ შეკვეთები: მთელი დღე ხაზზე გაატაროთ თუ მხოლოდ პიკის საათებში აიღოთ შეკვეთები.

როგორ ნაწილდება შეკვეთები?

Yandex Pro‑ს აპი ეძებს მომხმარებელთან ყველაზე ახლოს მყოფ ავტომობილს, რომელიც შეესაბამება ტარიფსა და დამატებით მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

როგორ ხდება რეიტინგის გამოთვლა?

რეიტინგი გამოითვლება, როგორც მომხმარებლების ბოლო 150 შეფასების შეწონილი საშუალო მნიშვნელობა: რაც უფრო ახალია შეფასება, მით უფრო მეტი წონა აქვს მას. თუნდაც რამე მოხდეს და ბოლო შეფასება ძალიან დაბალი აღმოჩნდეს, თქვენ შეძლებთ მის გამოსწორებას, თუ ბევრ შეკვეთას შეასრულებთ და მეტ «ვარსკვლავს» მიიღებთ.

რისთვის არის საჭირო პრიორიტეტი?

შეკვეთების განაწილების სისტემა ავტომატურად მუშაობს. იგი ირჩევს მძღოლს ან კურიერს გარკვეული მოთხოვნების შესაბამისად. შეკვეთას იღებს შემსრულებელი, რომელიც ყველაზე სწრაფად მივა მომხმარებელთან. მაგრამ თუ ახლოს იმყოფება უფრო მაღალი პრიორიტეტის მქონე მძღოლი ან კურიერი, მაშინ შეკვეთას სწორედ ის მიიღებს.

რაც უფრო მაღალია პრიორიტეტი, მით უფრო მალე მიიღებს ახალ შეკვეთას მძღოლი ან კურიერი. პრიორიტეტის წყალობით თქვენ შეძლებთ მეტი შეკვეთის მიღებას, რაც ნიშნავს, რომ თქვენი შემოსავალიც გაიზრდება.

რისთვის არის საჭირო აქტივობის ქულები?

აქტივობა შეკვეთებზე თქვენი მუშაობის მაჩვენებელია. აქტივობის ქულები გერიცხებათ თითოეული შესრულებული შეკვეთისთვის. ქულებს კარგავთ ღილაკზე «გამოტოვება» დაჭერისას ან შეკვეთის გაუქმებისას.

თუ აქტივობა ძალიან დაეცემა, შეკვეთებს ვეღარ მიიღებთ. რაც უფრო შორს იმყოფება მგზავრი ან გამგზავნი, მით უფრო მეტ ქულას მიიღებთ შეკვეთისთვის. და მით ნაკლებ ქულას დაკარგავთ შეკვეთის გამოტოვების გამო.

რას პროირიტეტს აძლევს ავტომობილის ბრენდირება ?

ავტომობილის ბრენდირება ნიშნავს მასზე Yandex Go-ს სარეკლამო მასალების დაკვრას. ბრენდირება ავტომობილს დამატებით პრიორიტეტს აძლევს შეკვეთების განაწილებისას და ეხმარება მძღოლებსა და ავტოკურიერებს მეტი თანხის გამომუშავებაში.

შესაძლებელია პრიორიტეტის დამატებითი ქულების მიღება სერვისის სახელწოდებიანი შუქურას არსებობისთვის. აქ შეგიძლიათ გაიგოთ, შეიძლება თუ არა თქვენს მანქანაზე სტიკერების დაკვრა და ჩაეწეროთ ბრენდირებაზე.

WhatsApp Image 2026-03-05 at 01.30.58.jpeg

კავშირი

ტელეფონი +995 511 218 218

Email. hello@yandexgo.ge

ქალაქები

თბილისი

ბათუმი

რუსთავი

გორი

ქუთაისი

ზუგდიდი

© 2035 Сайт скоро появится. Лендинг создан на Wix.com

bottom of page