top of page

გახდით პარტნიორი
მანდილოსანი კურიერი

მიიტანეთ შეკვეთები ინტერნეტ-მაღაზიებისა და რესტორნებიდან,

ასევე Yandex Go-ს

მომხმარებლების 

ამანათები

retush_Yandeks_Dostavka_1_1_ee6b5753d1.webp

რატომ ირჩევენ მანდილოსნები ჩვენთან თანამშრომლობას

იმუშავეთ და სწრაფად დააგროვეთ თანხა თქვენი საყვარელი ჰობისთვის

მიიტანეთ შეკვეთები თქვენთვის მოსახერხებელ დროს

თანხას მიიღებთ ბარათზე თქვენთვის სასურველ დროს.​​​

ნებისმიერი სურვილისთვის თანხის დასაგროვებლად

რეგისტრაცია

მიიტანეთ შეკვეთები თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი გზით

Screenshot 2026-03-05 011046_edited.jpg

ველოსიპედით

Screenshot 2026-03-05 011112_edited.jpg

ავტომობილით

კითხვა‑პასუხი

კითხვა-პასუხი

რა არის საჭირო კურიერად თანამშრომლობის დასაწყებათ?

უნდა იყოთ სრულწლოვანი (18+).

 

ფეხით, სკუტერით ან ველოსიპედით მიტანისთვის  დაგჭირდებათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პირადი ნომერი. ავტო და მოტოკურიერებს ასევე დასჭირდებათ მართვის მოწმობა და ავტომობილის ან მოტოციკლის რეგისტრაციის მოწმობა. 

დღეში რამდენი საათის დათმობაა საჭირო შეკვეთების შესრულებისთვის?

შეგიძლიათ თავად გადაწყვიტოთ, როდის შეასრულოთ შეკვეთები: მთელი დღე ხაზზე გაატაროთ თუ მხოლოდ პიკის საათებში აიღოთ შეკვეთები.

როგორ ნაწილდება შეკვეთები?

Yandex Pro‑ს აპი ეძებს მომხმარებელთან ყველაზე ახლოს მყოფ კურიერს, რომელიც შეესაბამება ტარიფსა და დამატებით მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

როგორ ხდება რეიტინგის გამოთვლა?

რეიტინგი გამოითვლება, როგორც მომხმარებლების ბოლო 150 შეფასების შეწონილი საშუალო მნიშვნელობა: რაც უფრო ახალია შეფასება, მით უფრო მეტი წონა აქვს მას. თუნდაც რამე მოხდეს და ბოლო შეფასება ძალიან დაბალი აღმოჩნდეს, თქვენ შეძლებთ მის გამოსწორებას, თუ ბევრ შეკვეთას შეასრულებთ და მეტ «ვარსკვლავს» მიიღებთ.

რისთვის არის საჭირო პრიორიტეტი?

შეკვეთების განაწილების სისტემა ავტომატურად მუშაობს. იგი ირჩევს  კურიერს გარკვეული მოთხოვნების შესაბამისად. შეკვეთას იღებს კურიერი, რომელიც ყველაზე სწრაფად მივა მომხმარებელთან. მაგრამ თუ ახლოს იმყოფება უფრო მაღალი პრიორიტეტის მქონე  კურიერი, მაშინ შეკვეთას სწორედ ის მიიღებს.

რაც უფრო მაღალია პრიორიტეტი, მით უფრო მალე მიიღებს ახალ შეკვეთას  კურიერი. პრიორიტეტის წყალობით თქვენ შეძლებთ მეტი შეკვეთის მიღებას, რაც ნიშნავს, რომ თქვენი შემოსავალიც გაიზრდება.

რისთვის არის საჭირო აქტივობის ქულები?

აქტივობა შეკვეთებზე თქვენი მუშაობის მაჩვენებელია. აქტივობის ქულები გერიცხებათ თითოეული შესრულებული შეკვეთისთვის. ქულებს კარგავთ ღილაკზე «გამოტოვება» დაჭერისას ან შეკვეთის გაუქმებისას.

თუ აქტივობა ძალიან დაეცემა, შეკვეთებს ვეღარ მიიღებთ. რაც უფრო შორს იმყოფება მგზავრი ან გამგზავნი, მით უფრო მეტ ქულას მიიღებთ შეკვეთისთვის. და მით ნაკლებ ქულას დაკარგავთ შეკვეთის გამოტოვების გამო.

რა უნდა მივიტანო ?

შეკვეთები ინტერნეტ-მაღაზიებისა და რესტორნებიდან: მზა საკვები, პროდუქტები, ყვავილები, ბავშვის ნივთები, წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა. ზოგჯერ, ერთი ადამიანი უგზავნის მეორეს რაიმე ამანათს, მაგალითად გასაღებს ან დოკუმენტებს. ფეხით მოსიარულე, ველო და მოტო კურიერებს 10 კგ-მდე წონის ამანათები მიაქვთ, ავტომობილით კი 20 კგ-მდე. თუ გსურთ, შეგიძლიათ უფრო მძიმე ამანათების მიტანაც — ასეთ შემთხვევაში ანაზღაურება მეტია.

არის თუ არა თერმული ჩანთა აუცილებელი ?

არა, თუმცა თერმული ჩანთით მეტი შეკვეთა და დამატებითი ბონუსებია ხელმისაწვდომი.

სად მივიღო თერმული ჩანთა ?

შეგიძლიათ შეიძინოთ ან იქირაოთ თერმული ჩანთა ჩვენს მიტანის ცენტრში. აქ ასევე შეძლებთ ტრენინგების გავლას და თანამშრომლებთან კომუნიკაციას

საჭიროა თუ არა ტრანსპორტის მართვის სტაჟი და გამოცდილება ?

არა, ჩვენ არ ვითხოვთ სტაჟსა და გამოცდილებას.

საჭიროა თუ არა უნიფორმა ?

არა, შეგიძლიათ ნებისმიერი მოსახერხებელი ტანსაცმლით იმუშაოთ.

კავშირი

ტელეფონი +995 511 218 218

Email. hello@yandexgo.ge

ქალაქები

თბილისი

ბათუმი

რუსთავი

გორი

ქუთაისი

ზუგდიდი

bottom of page